Საქართველოში ამინდი გაუარესდება
Tbilisi Daily
4-5 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი, - ინფორმაციას გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ძლიერი ქარი მოსალოდნელია შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი - სურამის მონაკვეთზე. ქარის სიჩქარემ, შესაძლებელია, 30 მ/წმ-ს მიღწიოს.