ბარაკ ობამამ ჯო ბაიდენს მხარდაჭერა გამოუცხადა

Tbilisi Daily

ბარაკ ობამამ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯოზეფ ბაიდენს მხარი საჯაროდ დაუჭირა. „მინდა დახმარება გთხოვოთ იმისათვის, რომ თეთრ სახლში ჯო ბაიდენი და კამალა ჰერისი შევიდნენ“, -განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა ფილადელფიაში ბაიდენის მხარდამჭერ მიტინგზე. ობამამ ტრამპი სახელმწიფოს მართვის უუნარობისთვის კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თანამოქალაქეებს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს გაიმართება.