ჩვენ პატივს ვცემთ საზოგადოების არჩევანს, დროა ოპოზიციამაც თქვას იგივე - თალაკვაძე

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

''ქართული ოცნების'' ლიდერები ეუთო/ოდირისმისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, განიხილესმეორე ტურთან დაკავშირებული საკითხები და ასევე ის მონაცემები, რომელიც 39 უბნის გადათვლას უკავშირდებოდა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი მეორე ტურისა და ახალი პარლამენტის დაკომპლექტებისთვის ემზადება. ''ცესკომ კანონმდებლობის სრული დაცვით, ოპოზიციის და დამკვირვებლების ჩართულობით გადათვალა ძირითადი უბნები, სადაც იყო კითხვითი ნიშნებიშესაძლო ხარვეზებზე. ხაზგასმით უნდაავღნიშნოთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გუშინდელი განცხადება, სადაც თქვეს, რომ საპარლამენტო არჩევნებიჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებების სრული დაცვით. ასევე ისინიუბნების ხელახალი გადათვლის პროცესს მიესალმებიან. ეს არჩევნები ჩატარდაგლობალური პანდემიის პირობებში, რაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან განსაკუთრებით აღინიშნა და ეს ნამდვილად არ იყო ადვილი, თუმცა საქართველომ შეძლო დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ჩვენ ვემზადებით მეორე ტურებისთვის, ვემზადებითასევე ახალი პარლამენტი მუშაობისთვის, რომელიც უფრო პლურალისტური იქნება და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს უფრო უკეთ უპასუხებს'' - განაცხადა არჩილ ტალაკვაძემ. ჟურნალისტებმა ''ქართულიოცნების'' ლიდერს ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზეც ჰკითხეს. თალაკვაძე ამბობს, რომ ისინი მზად ვართ ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზე თანამშრომლობისა და დისკუსიისთვის ყველა პოლიტიკურ ძალასთან. 'ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი საზოგადოების არჩევანს. დროა, რომ ოპოზიციამაც თქვას იგივე. ნებისმიერი შემდგომი თანამშრომლობის წინაპირობა არის, რომ ყველამ პატივი სცეს არჩევნების შედეგს. ამის შემდეგ დავსხდეთ, ვითანამშრომლოთ, მოვილაპარაკოთ თუ როგორ ვუპასუხოთ ეკონომიკურ გამოწვევებს, როგორ ვუპასუხოთ სოციალურ საკითხებს, როგორ გავაერთიანოთ ტერიტორიული მთლიანობა და დავაჩქაროთ ევროკავშირში ინტეგრაცია. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ამ მნიშვნელოვან საკითხზე თანამშრომლობისა და დისკუსიისთვის ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვისაც სურს პარლამენტში ნორმალური პოლიტიკური პროცესით თანამშრომლობა და ვისაც სურს, რომ ეს ქვეყანა მშვიდობიანი გზით განვითარდეს'- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.