აქცია ქობულეთი
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საპროტესტო აქცია გამართეს დაბა ოჩხამურში მცხოვრებლებმა. ისინი სოფელში ფეხბურთის მოედანს, სპორტულ დარბაზსა და სკვერს ითხოვენ. აქციაზე სოფელში მოქმედი სპორტული კლუბის წევრებიც იმყოფებოდნენ, მათი ინფორმაციით, ამ მოთხოვნით 2-წელია მიმართავენ ქობულეთის მერიას, თუმცა უშედეგოდ. დაბა ოჩხამურის სპორტულ კლუბ 'რაკეტაში' 60-ბავშვი ვარჯიშობს. ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ იციან პრობლემის შესახებ და სახართაღრიცხვო დოკუმენტაცია შედგენილია, დაგეგმილია სტადიონის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. სამუშაოებისთვის 150 ათას ლარამდეა გათვალისწინებული.