თუ გამოძიებაზე იქნება საუბარი, უნდა ჩატარდეს ამერიკელების ჩართულობით – კობახიძე

Pirveliradio Ge

"ქართული ოცნების" ერთ ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ თუ ISFED-თან დაკავშირებით რაიმე გამოძიებაზე იქნება საუბარი, მინიმუმ ამერიკული მხარის ჩართულობით უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს. "დელიკატური თემაა, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება არსამთავრობო ორგანიზაციას და კიდევ უფრო დელიკატურია თემა იმის გამო, რომ საქმე ეხება ისეთ პროექტს, რომელშიც არის ჩადებული ამერიკელი და ევროპელი გადასახადის გადამხდელის ფული და ეს არის ამერიკული და ევროპული დაფინანსებით განხორციელებული პროექტი, ამიტომ თემა დელიკატურია. თუ რაიმე გამოძიებაზე იქნება საუბარი, ვფიქრობ, მასეთი სისხლის სამართლებრივი გამოძიება უნდა ჩატარდეს, მინიმუმ ამერიკული მხარის ჩართულობით, სხვანაირად არა", - განაცხადა კობახიძემ.