Post

Tbilisi Daily

თბილისის მერიამ მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. აღსანიშნავია რომ 2017 წლის შემდეგ მერიის მხრიდან ტენდერის გამოცხადების რიგით მეოთხე მცდელობაა. წინა სამი შემთხვევიდან ორი ტენდერი არ შედგა, ერთში კი მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ახლადგამოცხადებულ ტენდერში სატენდერო თანხა 1,6 მილიონი ლარით არის გაზრდილი. #news