გორის მუნიციპალიტეტში ცხოველთა მიერ დაკბენილი ადამიანების რაოდენობა დიდ რიცხვებს აღწევს

Gori Daily

გორის მუნიციპალიტეტში ცხოველების მიერ დაკბენილ - დადორბლილ პირთა საერთო რაოდენობამ 757 შეადგინა. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ანგარიშშია ნათქვამი. გამოვლენილი შემთხვევებიდან 398 პატრონიანი ცხოველი იყო, 244 კი მოხეტიალე. დაკბენილებიდან 15 წლამდე ასაკის 255 პირი იყო. "ყველა პირი აღრიცხული იყო ანტირაბიულ კაბინეტში და იტარებდა შესაბამის პროფილაქტიკურ მკურნალობას. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მიწოდებული იყო სურსათის უვნებლობის რეგიონალური სამსახურისათვის. ადამიანებში ჰიდროფობიის შემთხვევა არ დაფიქსირებულა", - ნათქვამია ანგარიშში. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com #სიახლე #კბენა #ცხოველები #goridaily წყარო - radiomosaic.ge #ახალიამბები