აჭარის ოთხ საგამოცდო ცენტრში ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება. დილის 8 საათიდან საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაცია მიმდინარეობდა. აბიტურიენტებმა თერმოსკრინინგი გაიარეს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რაიმე ტიპის ხარვეზი რეგისტრაციისას არ დაფიქსირებულა.
რაც შეეხება საგამოცდო სექტორებს, ცენტრის ხელმძღვანელების თქმით, ოთახები გაგრილებულია, თუმცა მაღალიტემპერატურის შემთხვევაში,აპლიკანტენთან შეთანხმებითშესაძლებელია კონდიციონერის ჩართვა, თუმცა ამ დროს საჭიროა პირბადის ტარება.
აჭარაში 4 საგამოცდო ცენტრია, აქედან სამი ბათუმში, ერთი კი ხულოში. ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 ივლისამდე გაგრძელდება.