ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 23 მდე გაიზარდა

Gori Daily

ცხინვალში, გასული 24 საათში, კორონა ვირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, სულ კი ინფიცირებულთა რაოდენობა 23 წარმოადგენს. ამის შესახებ, ადგილობრივ ი მედია ე.წ. "სამხრეთ ოსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო"-ს ხელმძღვანელ, ანა გაგლოევაზე დაყრდნობით იუწყება. "სულ 43 ტესტი ჩავატარეთ და გარდა ერთისა, ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია. დადასტურებული შემთხვევა კი რუსეთის სამხედრო სასწავლებლის კადეტს ეკუთვნის (მანამდე კორონა ვირუსი კიდევ 14 კადეტს დაუდასტურდა), თუმცა დადასტურებულთა შორის არიან სამოქალაქო პირებიც, რომლებიც რუსეთიდან დაბრუნდნენ.", აცხადებს გაგლოევა. მისივე თქმით, სულ ცხინვალის რეგიონში, რუსეთიდან დაბრუნებული 193 ადამიანი საავადმყოფოში საკარანტინო ზედამხვედელობაშია. "აქედან,131 ადამიანი ცხინვალშია, ჯავაში 25, ზნაურში 30, ხოლო 7 ადამიანი ლენინგორში (ახალგორი)", - აცხადებს გაგლოევა. აგრეთვე, ცნობილი გახდა, რომ რეგიონში დაწესებული შეზღუდვები 31 მაისამდე გააგრძელდება. #ცხინვალი #კორონავირუსი #goridaily