კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 1.5 მილიონს გადააჭარბა

Mediamall

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 1.5 მილიონს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც კორონავირუსის გავრცელების დინამიკას აკვირდება, ინფიცირებულია 1 502 618 ადამიანი. ამ დროისთვის ვირუსს 89 915 ემსხვერპლა. #stopcovid19 #covid19 #coronavirus #pandemy