რუსეთში კოვიდინფიცირებისა და ლეტალური შემთხვევების რეკორდი დაფიქსირდა
Tbilisi Daily
რუსეთში კოვიდინფიცირებისა და ლეტალური შემთხვევების რეკორდი დაფიქსირდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსი კიდევ 29,935 ადამიანს დაუდასტურდა, 688 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში COVID-19 სულ 2,963,688 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 53,096 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.