19 260 სასურსათო კალათა აჭარაში მცხოვრები ოჯახებისთვის
Tbilisi Daily
10 კგ ხორბლის ფქვილსს, 2 კგ შაქარს, 900 გრ მარილს, 3 კგ ბრინჯს, 2 ლ ზეთს, 2 კგ შვრიის ფანტელს, 240 გრ სუპის ფხვნილს, 800 გრ სოკოს, 150 გრ ჩაის, 80-100 გრ საფუარს, 500 გრ ტომატ-პასტას და 400 გრ ბარდას აჭარაში მცხოვრები სოცოალურად მოწყვლადი 619 260 ოჯახი უფასოდ მიიღებს.
უფასო სასურსათო კალათა ბათუმში– 5 067, ქობულეთში – 3 563, ხელვაჩაურში – 2 532, ქედაში – 2 506, შუახევში- 2 285 და ხულოში – 2 314 ოჯახს გადაეცემა. ასევე, 993 ერთეული სასურსათო კალათა ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახებისთვის არის განკუთვნილი.
2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 894 627 ლარი. აქედან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს უშუალოდ პროდუქტების შესაძენად ხელშეკრულებები ჯამში 885 ათას 429 ლარზე აქვს გაფორმებული. 9,2 ათასი ლარით კი სამინისტრო პოლიეთილენის პარკებს შეიძენს.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ორ-სამ დღეში გახდება ცნობილი, როდის დაიწყება პროდუქტების დარიგება
#news#რეგიონი#აჭარა#სასურსათო კალათა# დახმარება#Tbilisi Daily#newsDaily#