თბილისის მერიასთან აქციაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ სამი წევრი დააკავეს
Tbilisi Daily
თბილისის მერიის წინ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გამართულ საპორტესტო აქციაზე, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს.
აქციის მონაწილეები თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები პლაკატების გაკვრის გამო მათი პარტიის წევრების დაჯარიმებას აპროტესტებენ და ჯარიმების ჩამოწერას მოითხოვენ.