ეს არ არის ჩვეულებრივი გრიპი და ვინც ამას ამბობს, საკუთარ თავს და სხვებსაც ვნებს - ბექა ბახტაძე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141803
ეს არ არის ჩვეულებრივი გრიპი და ვინც ამას ამბობს, საკუთარ თავს და სხვებსაც ვნებს - ამის შესახებ აშშ-ში მოღვაწე ქართველმა რეანიმატოლოგმა გადაცემაში „დღის კუერიერი“ განაცხადა. მისი თქმით, ვინც ამას ამბობს სისულელეა, რადგან გრიპის დროს მსგავსი სტატისტიკა არ აქამდე დაფიქსირებულა.
ამ გარემოების გასამყარებლად მან აშშ-ს მონაცემები მოიყვანა, სადაც უძმიმეს პაციენტებთან თავადაც უწევს შესვლა.
„ეს დაავადება მხოლოდ გრიპი არ არის. ეს არის სისულელე. ამის მარტივი მაგალითია, რომ არ არსებობს მედიკამენტები მის სამკურნალოდ. ასევე - სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიძლება, გახდნენ წყარო, რაც გრიპის დროს არ ხდება“, - განაცხადა ბექა ბახტაძემ.