პატიმრობა ან ჯარიმა 75 ათასი ევრო - რა ელის ყალბი ამბების გამავრცელებელს

Tbilisi Daily

საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც, წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ყალბი ამბების გამოყენების წინააღმდეგაა მიმართული და მისი გავრცელების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითვალისწინებს. კანონის პროექტი საფრანგეთის პარლამენტს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა წარუდგინა. მაკრონის თქმით, ინტერნეტის რეგულირება აუცილებელია. კანონის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული რეგულაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და შესაძლოა, მისი საშუალებით მედიაზე ცენზურა დაწესდეს. დასავლეთ ევროპაში ეს არის პირველი მცდელობა იმისა, რომ ოფიციალურად მოხდეს ყალბი ამბების აკრძალვა. ჯანონის ამოქმედებიდან, არჩევნებამდე სამი თვის განმავლობაში, კანდიდატებს და პოლიტიკურ პარტიებს შეეძლებათ მიმართონ სასამართლოს ყალბი ინფორმაციის შეჩერებისკენ. კანონის მიხედვით, საფრანგეთს ეროვნული მაუწყებლობის სააგენტო უფლებამოსილია დაუყოვნებლივ შეუჩეროს მაუწყებლობა უცხო ქვეყნის მიერ კონტროლირებად საინფორმაციო საშუალებას, რომლებიც გამიზნულად გაავრცელებენ ყალბ ახალ ამბავს. მას, ვინც კანონს დაარღვევს, შესაძლოა ერთი წლით თავისუფლება აღეკვეთა ან ჯარიმის სახით, 75 000 ევრო შეეფარდოს.