მოსკოვის სასამართლომ უარი თქვა ნავალნის გუნდის მოთხოვნაზე სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმის შესახებ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მოსკოვის სასამართლომ უარი უთხრა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის იურისტთა გუნდს, რომელმაც მოითხოვა რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა ნავალნის სავარაუდო მოწამვლის საქმეში, იტყობინება რუსეთის სახელმწიფო მედია, რომლის ამ ინფორმაციას სააგენტო დე-პე-ა ავრცელებს.
სასამარლო არ ეთანხმება იურისტთა გუნდს, რომ ხელისუფლება არასათანადოდ იძიებს სავარაუდო მოწამვლის საქმეს, როცა ის ციმბირის ქალაქ ტომსკიდან ბრუნდებოდა მოსკოვში.
რუსეთმა თავიდან უარი თქვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე, აცხადებდა რა, რომ არ მოიპოვებოდა საკმარისი მტკიცებულება.
გერმანიის ხელისუფლებმა განაცხადეს, რომ ტოქსიკოლოგიური ტესტის შედეგად ნავალნის ორგანიზმში გამოვლინდა სამხედრო კლასის ნერვული აგენტის „ნოვიჩოკის“ კვალი. ნავალნი ბერლინის "შარიტეს" საავადმყოფოში იმყოფება ხელოვნულ კომაში.
რუსეთის პოზიცია გაიმეორა პროკურორმა სასამართლოში:
„წარმოდგენილი მასალა მოწმობს, რომ გამომძიებლების მხრიდან დარღვევა არ მომხდარა“, მოჰყავს სააგენტო ტასს პროკურორის განაცხადება სასამართლოზე.
ნავალნის გარშემო ინციდენტის გამო ევროპის 100-ზე მეტი პარლამენტარი გამოვიდა მოწოდებით, სანქციები დაუწესონ იმ პირებს, რომლებიც რუსეთში ოპოზიციონერებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმებთან არიან დაკავშირებული.
ევროკავშიროის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საქმეთა ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელისადმი მიწერილ ღია წერილში ევროპის პარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წევრები გამოთქვამენ მოწოდებას საქმის „სრული და გამჭვირვალე“ გამოძიებისკენ. კანონმდებლები „უკიდურესად სკეპტიკური არიან, რომ რუსეთის ხელისუფლებას შესწევს უნარი და აქვს ნება, გამოიძიოს დანაშაულის რეალური მიზეზი“, წერენ პარლამენტარები.
ჯოზეფ ბორელმა 3 სექტემბერს ღიად გამოთქვა შესაძლებლობა, რომ ნავალნის მოწამვლის საპასუხოდ ნაბიჯები გადაიდგმება. ბორელმა მიუღებელი უწოდა ქიმიური იარაღის გამოყენებას ნებისმიერ ვითარებაში.
4 სექტემბერს ჩრდილოატლანტიკური საბჭო მართავს შეხვედრას ნავალნის მოწამვლის გარშემო, თუმცა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობები შუზღუდულია.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30820715.html
#ახალი_ამბები
#twitter