Survation-ი: თბილისსა და 5 ოლქში „ქართული ოცნება“ და პარტიის კანდიდატები ლიდერობენ

Tbilisi Daily

ბრიტანულმა კომპანიამ Survation-მა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევები თბილისის 1 და რეგიონის 5 ოლქში ჩატარდა : დიდუბე-ჩუღურეთი, ზუგდიდი, ახალციხე-ბორჯომი-ადიგენი-ასპინძა, ახალქალაქი – ნინოწმინდა, ქობულეთი, ტყიბული-თერჯოლა-ზესტაფონი-ბაღდადი. კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ? გამოკითხულთა უმრავლესობა 2020 წლის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, პარტიების კანდიდატებს შორის კი პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: დიდუბე-ჩუღურეთის ოლქი გიორგი ვოლსკი (ქართული ოცნება) – 55% ანა დოლიძე (მოძრაობა ხალხისთვის) – 18% ზურაბ ჯაფარიძე (გირჩი) – 15% ლევან სამუშია (ლელო) – 3% დიმიტრი ლორთქიფანიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 3% გედევან ფოფხაძე – (ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი) – 3% არჩილ ბერიძე (პატრიოტთა ალიანსი) – 2% და მაჟორიტარობის სხვა კანდიდატი – 1% ზუგდიდის ოლქი ირაკლი ჩიქოვანი (ქართული ოცნება) – 55% მალხაზ ჯალაღონია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია ) – 29% გიგი უგულავა (ევროპული საქართველო) – 12% ალექსანდრე ახვლედიანი (ლელო) – 3% ოთარ ჭითანავა ( პატრიოტთა ალიანსი ) – 1% ახალციხე-ბორჯომი-ადიგენი-ასპინძის ოლქი ანტონ ობოლაშვილი (ქართული ოცნება) – 63% ვაჟა ჩიტაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია) – 23% ზურაბ ჩილინგარაშვილი (ევროპული საქართველო) – 11% დავით გოგიჩაიშვილი (პატრიოტთა ალიანსი) – 3% ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქი სამველ მანუკიანი (ქართული ოცნება) – 59% არსენ კარაპეტიანი (ევროპული საქართველო) – 19% ენზელ მკოიანი (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 14% მელიქ რაისიანი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) – 5% არტაშეს აკოფიანი (პატრიოტთა ალიანსი) – 3% ქობულეთის ოლქი ზაალ მიქელაძე (ქართული ოცნება) – 76% ბონდო თედორაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია) – 17% პაატა ცივაძე (ლელო) – 3% ირინა აფხაზავა (ევროპული საქართველო) – 3% ამირან ტატიძე (პატრიოტთა ალიანსი) – 1% ტყიბული-თერჯოლა-ზესტაფონი-ბაღდადის ოლქი ბეჟან წაქაძე (ქართული ოცნება) – 66% კახა გეწაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია) – 23% გიგი წერეთელი (ევროპული საქართველო) – 4% ოთარ შაორშაძე (პატრიოტთა ალიანსი) – 3% ანი ბიბილაშვილი (ლელო) – 3% სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი – 1% ცნობისთის, საველე სამუშაოები ჩატარებულია 21 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე. გამოკითხულია 1808 რესპონდენტი. კვლევის ცდომილებაა 6%.