ქობულეთის მერიაში მოქალაქემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

სტატისტიკის შენობაში შესახლებულიერთი მოქალაქე, რომელმაც მერიის შენობაში ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, ქობულეთის პოლიციის განყოფილებაშიდაკითხვაზე გადაიყვანეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე კი ქობულეთი ევექსის კლინიკაში მოათავსეს.ის მერთან, მირიან ქათამაძესთან შეხვედრის დროს შეუძლოდ გახდადა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. მერიაში, ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცავები, ასევე მედიკოსების და სახანძრო-სამაშველოსსამსახური ჯგუფები. ყოფილი სტატისტიკის შენობაში შესახლებულებიამბობენ, რომდათმობაზე წასვლას არ აპირებენ. მათი თქმით, სანამ ოფიციალურ დოკუმენტს და გარანტიებს არ მიიღებენ აქციებს არ შეწყვეტენ. მირიან ქათამაძე შეკრებილებს დაჰპირდა, რომ მათ უკანონოდ არავინ გამოასახლებს. ინვესტორთან კი მოლაპარაკება მიმდინარეობს. მერის განმარტებით, აღნიშნულ შენობაში მცხოვრებლებმაუნდა შეაგროვონ სპეციალური სია, სადაც ყველა ოჯახის მონაცემი და ბინის ფართობი იქნება მითითებული. ''დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია თითოეული ოჯახიდან ელოდა ზუსტ მონაცემებს, იმისასთუ რამდენ კვადრატულ მეტრ ფართს ფლობენ ისინი და ამის მოხედვით, პროპორციულად, როგორ უნდა დაკმაყოფილდეს ამ ოჯახების ინტერესი საცხოვრისთან დაკავშირებით. ამაზე ძალიან რეალური აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ეს ადამიანები რჩებიან ამ შენობაში და ძალიან მყარია ეს გადაწყვეტილება.ეს შეკრება გარკვეულწილად პოლიტიკურად მართულია'' - განაცხადა ქობულეთის მერმა. 12 ოჯახს მერის სიტყვიერი დაპირების არ სჯერათ და ისინი გარანტიებსითხოვენ.