უკვე ორნი გისმენთ! მე და ლევან იოსელიანი-ალეკო ელისაშვილი

Pirveliradio Ge

უკვე ორნი გისმენთ! მე და ლევან იოსელიანი- წერს „მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში და მთაწმინდაზე განთავსებულ, პარტიის ახალი ბანერის ფოტოს აქვეყნებს. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ალეკო ელისაშვილმა საბურთალოზე თავისი ტელეფონის ნომრით საარჩევნო ბანერი დაკიდა და განაცხადა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ნომერი ამ დრომდე არ მისცა, პარტიას, სწორედ ამიტომ მოქალაქეებს შეუძლიათ პირად ტელეფონის ნომერზე ეკონტაქტონ.