თამარ ბაჩალიაშვილის მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმეს

Tbilisi Daily

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, გარდაცვლილი გოგონას მამისთვის დაზარალებულის სტატუსის აღდგენას ითხოვს. მიხეილ რამიშვილი გენერალურ პროკურატურაში საჩივარს ხვალ შეიტანს და მოითხოვს, გაუქმდეს დადგენილება, რომლის მიხედვითაც ჯუმბერ ბაჩალიაშვილი დაზარალებულის უფლებამონაცვლე აღარ არის და საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს. რამიშვილის ინფორმაციით, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს სტატუსი 23 დეკემბერს, მას შემდეგ გაუუქმეს, რაც პროგრამისტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქმის წარმოება შეწყდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დაღუპვის საქმეზე გამოძიება დაასრულა. ამ თემაზე პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. "საქართველოს პროკურატურამ დაასრულა თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება. მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ" - თქვა პროკურორმა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები