ძლიერი სეტყვა და ქარი ყვარელში

Tbilisi Daily

რამდენიმე წუთიანმა სტიქიამ ყვარელის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დაზარალა. სეტყვა და უხვის ნალექი იყო სოფელ საბუესა და შილდაში. ადგილობრივების ინფორმაციით,მცირედით დაზიანდა ერთწლიანი ნათესები . ასევე,უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ორი საცხოვრებელი სახლის ეზო და პირველი სართული. ქარმა კი ლაგოდეხი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე,კაკლის ხეების წააქცია. ადგილობრივები ამბობენ, რომ უამინდობა, დაახლოებით ოც წუთს გრძელდებოდა. „სეტყვა დაახლოებით ოც წუთს გრძელდებოდა. ქროდა ქარიც. ვენახების 70- 80 პროცენტი განადგურებულია,“ – განაცხადა სოფელ შილდის მკვიდრმა, დავით დინგაშვილმა. ვენახების გარდა, ყვარლის მუნიციპალიტეტში დასეტყვილის საკარმიდამო ნაკვეთებიც. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.