რუსი ექიმი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად, მუშაობას აიძულებდნენ ფანჯრიდან გადავარდა
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142703
რუსი ექიმი, რომელმაც განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად, მუშაობას აიძულებდნენ, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას ამის შესახებ The Moscow Times-ი ავრცელებს.
37 წლის ალექსანდრე შულეპოვმა 22 აპრილს გაავრცელა ვიდეო, სადაც აცხადებდა, რომ ნოვაია უსმანის საავადმყოფოში მუშაობას აიძულებდნენ, მაშინ როცა თავადაც ინფიცირებული იყო. მოგვიანებით, მან კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ მან „ბრალდებები“ ემოციურ ფონზე გააკეთა და გაჟღერებული ცნობები უარყო. მისი კოლეგა კი, რომელმაც ვიდეო გადაიღო, „ყალბი ამბების“ გავრცელების გამო გამოკითხვაზე დაიბარეს და მედიის ინფორმაციით, მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.