+18 პოტენციური ადამიანის მკვლელები - სასტიკად ნაწამები ცხოველები.

0
როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ასე?! როდის იმოქმედებს კანონი, ასეთი უსისხლო და უსულო ადამიანებისათვის? ყოველდღე ახლა-ახალი პოსტი იდება, საქართველოში ამა და ამ ადგილას აწამეს ძაღლი, კატა, ჩიტი.... როდის უნდა ამოქმედდეს უმწეო ცხოველებისათვის აწ უკვე დაწერილი კანონი, რომელსაც ჩირის ფასი აქვს?? მშობლები როდის უნდა მოვიდნენ გონს და შვილები კი არ გაზარდონ, არამედ, აღზარდონ, ასწავლონ სიყვარული, აუხსნან რა შეიძლება, რა - არა, რა არის სადიზმი, რა არის მკვლელობა. შესავალს დავძენ იმას რომ ცნობილი სერიული მკვლელები, როგორებიც არიან - დეივიდ ბერკოვიცი, ჯეფრი დალმერი, ალბერტ დესალვო, თედ ბუნდი და ა.შ. დაიწყეს ცხოველების წამებით და დაასრულეს ათობით ადამიანის სასტიკი მკვლელობით. ახლა კი გიამბობთ ფოტოების ისტორიებსაც.
პირველ ფოტოზე გამოსახულია ძაღლი, რომელიც 24 მაისს რაჭიდან, კონკრეტულად ონიდან თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში ჩამოიყვანეს ტყვიით დაჭრილი. ცუგოს გადარჩენა ვერ შეძლეს. ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომელმაც საშინელ ფაქტებს მოჰფინა ნათელი. ძაღლა აღენიშნებოდა ზედა და ქვედა ყბის მექანიკური დაზიანება, ცხვირის ღრუსა და ბრონქების მექანიკური დაზიანება, შინაგანი ორგანოების დაზიანება, კუჭი შეიცავდა სისხლოვან სითხე. (ეს მოკლე მიმოხილვაა ექსპერტიზის) მეორე ფოტოზე ნაჩვენებია ძაღლი, რომელზეც გუშინ დაპოსტა ერთ-ერთმა კეთილმა ადამიანმა, რომელმაც ცუგოს დახმარება გაუწია და გვერდიდან არ მოშორებია. "ქობულეთში ამ ღამით ვიღაცამ მანქანა გააჩერა და ქუჩაში ძაღლს ესროლა, ხმა გავიგე გავიქეცი მაგრამ ვერმიუსწარი ვინიყო, წავიდა და დაიძინა თავის ოჯახთან ერთად!!! მეკი სისხლში ვარ ამოსვრილი და ძაღლს თავთან უზივარ როგორ გადაიტანს, ყველა ადამიანი თავისი ცოდვის მიხედვით ისჯება!!!ვიღაცამ მითხრა ქათმებს დაზდევენ და მაგიტომ ესვრიანო, არმესმის ამხელა აგრესია, თუმცა მესმის უბედურება რატომ გადადის შთამომავლობით!!ასეთ დღეში ჩააგდო ღმერთმა!!რატომ ვერვესწრები ასეთ ფაქტებს რატომ ვერვასწრებ ასეთ ადამიანებს დანაშაულის დროს..მადლობა გიორგი კალანდაძე რომელმაც ამღამე გამიწია დახმარება, რომლის იმედი მუდამ მაქვს!!!" - წერს ქალბატონი რუსო. მესამე და მეოთხე ფოტო რეალურად ვიდეოს სქრინებია. ეს ამბავი გუშინ მოხდა. ორი გერმანული ნაგაზის პატრონი, არასრულწლოვანი ბიჭი (სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებ) თავის ძაღლს მოუწოდებს უმწეო ცუგოს დახრჩობისა და მოკვლისაკენ. ვიდეოში შემზარავი, ამაზრზენი სიტყვები და განწირული ძაღლის უკანასკნელი ტირილი შემაძრწუნებელია! ნანახის შემდეგ სიტყვები არ მყოფნის, არ ვიცი საერთოდ კანონი რისთვისაა?! ფარატინა ფურცელზე აბზაცები ადამიანებისათვის არ იწერება?! მე-5 ფოტოს ისტორიაც ახლახანს მოხდა. საგარეჯოში ძაღლს ჯერ კიდურები დააჭრეს, შემდეგ კი დაწვეს... რა დავამატო არ ვიცი.. ბოლო ფოტოზე, როგორც ხედავთ ფისოა, რომელსაც რეალურად პატრონი ჰყავდა. სამსახურიდან დაბრუნებულს კი თავისი ორი კატა ნაწამები დახვდა. ეს ფისო კი განსაკუთრებული ტანჯვით გარდაიცვალა. ამ დანაშაულშიც არასრულწლოვნები არიან გახვეულები. ფისოს კიდურები დააჭრეს, საბოლოოდ კი იძულებულები გახდნენ დაეძინებინათ, ვინაიდან კატა იტანჯებოდა. ეს ის კატაა, რომელიც პატრონმა კნუტობიდან გამოზარდა, უყვარდა, უვლიდა, ერთ დღესაც კი მომაკვდავი დახვდა. კიდევ ბევრი შემთხვევაა, დიახ, არის და იქნება, მანამ სანამ ხმას არ ამოვიღებთ, რათა დაისაჯოს თითოეული ცივსისხლიანი ადამიანი, არ მაინტერესებს ის იქნება სრულწლოვანი, თუ მოზრდილი პირი. ცხოველები ვერ საუბრობენ, ამიტომ მათი ხმა ჩვენ უნდა ვიყოთ, ისინი ვერ მივლენ სასამართლოში საჩივარზე და ვერ დაიწუწუნებენ უფლებებს მირღვევენო, მაწამებენო, ირღვევა მათი ბაზისური უფლება - სიცოცხლის უფლება.
#ახალიამბები
#news
#ცხოველები
#animals
#tbilisidaily
0