"დაჩექინდი შავი ზღვის მარგალიტ ქალაქში"

0
ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმამ European Best Destinations ბათუმი და თბილისი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა. რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს, ბათუმი კი, მეშვიდე ადგილზე მოხვდა. სტატიაში პოპულარული პორტალი ხაზს უსვამს „კოვიდ 19“-თან მიმართებაში საქართველოს მიღწევებს, თბილისსა და ბათუმს კი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ტოპ 10-ში ასახელებს. "დაჩექინდით შავი ზღვის მარგალიტ ქალაქში" - წერია ევროპაში ყველაზე ხშირად ვიზიტირებად ტურისტულ ვებ-გვერდზე, რომელიც მოგზაურებს სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების შესახებ აწვდის ინფორმაციას. "აჭარის რეგიონი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ზღვა და მთები, კულტურული ძეგლები, მონასტრები, თაღოვანი ხიდები, ულამაზესი ტბები და ავთენტური სოფლები. აქ თქვენ შეიგრძნობთ ეკოტურიზმის ძალას, დააგემოვნებთ ღვინის განსხვავებულ გემოებს და თქვენთვის ჯერ კიდევ უცნობ სამზარეულოს, გახდებით გულღია მასპინძლების ოჯახის წევრი და ცამდე აზიდულ მთებში ჰპოვებთ ჰარმონიას ბუნებასთან. დაჩექინდით ევროპის ყველაზე აღმოსავლეთ წერტილში - შავი ზღვის მარგალიტ ქალაქში" - ნათქვამია სტატიაში.
0