სილამაზე-ობიექტური მცნება თუ სუბიექტური ქვეცნობიერი სუბლიმაცია?!

ByGi GaGeorgia
0
რა არის სილამაზე? რატომ გვაქვს განსხვავებული აღქმა ადამიანებს სილამაზეზე? აქვს თუ არა მას სტანდარტები? თუ გამოგენდერებულ მახინჯ ფემინისტებს დავუჯერებთ, სილამაზეს სტანდარტები არ გააჩნია და ყველა ადამიანი ლამაზია. ნუ ამათ რომ კითხო არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, არც ქვეყანას, ერს, რასას, სარწმუნოებას და ა.შ მათ შორის არც გარეგნობას, მაგრამ პირველ რიგში რაც განგვასხვავებს ერთმანეთისგან სწორედ გარეგნობაა... ჩვენი ტვინი გენეტიკურად ისეა დაპროგრამებული რომ ვეძებთ ლამაზ მეორე ნახევარს რომ მასთან მოხდეს გამრავლება. ქალები ეძებენ ძლიერ მამაკაცს ფინანსურად უზრუნველყოფილს ან ფიზიკურად ძლიერს, რომელიც მას დაიცავს. მამაკაცი კი ეძებს ლამაზ ქალს რათა გააგრძელოს შთამომავლობა. რაც არ უნდა გაიხენ შუაზე ფემინისტები ასეთია ბუნების კანონი და მას ვერ შეცვლი. მაგრამ მხოლოდ კაცები არ ეძებენ ლამაზ ქალს, არამედ ქალებიც ქვეცნობიერად სიმპატიურ მამაკაცს ანიჭებენ უპირატესობას. კალიფორნიის უნივერსიტეტში 2012 წელს ჩატარდა ექსპერიმენტი სადაც მამაკაცებს სხეულზე და თავზე დაუმაგრეს ნეირო სტიმულატორები საიდანაც მათი ემოციები კომპიუტერში გადაჰქონდათ და ამრიგად კომპიუტერი იგებდა რა განცდა ეუფლებოდა ექსპერიმენტის მონაწილე კაცებს. როცა მას მახინჯ უშნო ქალს აჩვენებდნენ მის ტვინში უსიამოვნო აზრები მოქმედებდა, თვალის გუგები ვიწროვდებოდა და გულგრილობას იჩენდნენ, ზოგი აგრესიასაც კი... ხოლო ლამაზი ქალის დანახვაზე თვალის გუგები უფართოვდებოდათ, მათი გულისცემა ჩქარდებოდა და აღგზნება მატულობდა. ასე ხდება რეალობაშიც როცა ვინმე გვიყვარდება მის მიმართ გრძნობის ჩამოყალიბებამდე გარეგონობა გვხიბლავს და ეს ქვეცნობიერი პოზიტიური სუბლიმაციის შედეგია. მას უკვე სექსუალურ პარტნიორად აღვიქვამთ და მასთან შეწყვილების მზაობას გამოვხატავთ მაგრამ ეს მხოლოდ ქვეცნობიერში ხდება, რასაც ვერ ვაკონტროლებთ. სილამაზეს რომ სტანდარტები გააჩნია ასეთი სტანდარტები არცერთ სხვა რამეს არ აქვს, ასე რომ მოდით გავერკვეთ რა სტანდატებია ეს... პირველ რიგში მცირე ექსპერიმენტი ჩაატარეს სადაც ჯერ კომპიუტერული გრაფიკით აიღეს ლამაზი ცნობილი ადამიანების სახის ნაკვთები რათა მიეღოთ იდეალური სილამაზის ქალი მაგრამ რაც არ უნდა უცნაური იყოს იდეალური სიალამაზის ქალი არც ისეთი იდეალური გამოდგა... (იხილეთ ფოტო ბოლოს) შემდეგ მამაკაცებს აჩენებდნენ ბავშვური გარეგნობის ე.წ უნაკლო სილამაზის გოგონებს და შემდეგ ე.წ "არასტანდარტულ სილამაზეებს" პუტკუნა ფერადთმიან ქალებს და ასევე ასაკით ზრდასრულ სასიამოვნო გარეგნობის მაგრამ არა ბავშვური სილამაზის ქალებს. ყოველი 10 გამოკითხულიდან 8-9 ს პირველი ვარიანტი მოსწონდა და ირჩევდა ბავშვური გარეგნობის ახალგაზრდა გოგოებს უნაკლო სახის ნაკვთებით. გარეგნობით ადამიანების გამორჩევა ახალი და უცხო არაა. სკოლაში მასწავლებლები ქვეცნობიერად ისე სვავენ მოსწავლეებს რომ სასიამოვნო გარეგობის და კარგი მოსწრების მოსწავლეები წინ იჯდნენ. ამით ისინი ქვეცნობიერად აბულინგებენ დანარჩენ ბავშვებს ისე რომ ამას თვითონაც ვერ აცნობიერებენ. გვინდა ეს თუ არა გარეგნობა ჩვენთვის გადამწყვეტია პარტნიორის შერჩევისას და ლამაზი ფრაზები რომ მთავარი შინაგანი სამყაროა უბრალოდ სისულელეა. ყველა ადამიანისთვის სილამაზე ინდივიდუალურია. ვიღაცისთვის ლამაზი შეიძლება სხვისთვის უშნო იყოს. მაგრამ მთავარი მამოძრავებელი ძალა სიყვარულში საწყის ეტაპზე სწორედ გარეგნობაა, ის რითიც საპირისპირო სქესს ვიზიდავთ... P.S გისურვებთ სილამაზეს და ჭეშმარიტ სიყვარულს...
ByGi GaGeorgia
0