არ დავაკავშირებდი ამ შეზღუდვებს უშუალოდ საეკლესიო რიტუალებს
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141789
არ დავაკავშირებდი ამ შეზღუდვებს უშუალოდ საეკლესიო რიტუალებს, უფრო დიდი საფრთხე შესაძლოა სხვა სახის კონტაქტები იყოს - ამის შესახებ განცხადება, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, რელიგიური მსახურება კორონავირუსის გავრცელების მთავარი საფრთხე არაა და ახალ შეზღუდვებს საეკლესიო რიტუალებს არ დაუკავშირებდა.
„რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ აღდგომის დღესასწაული და მასთან დაკავშირებული რიტუალები არის საფრთხე იმ თვალსაზრისით, რომ ერთ სივრცეში ბევრმა ადამიანმა შეიძლება თავი მოიყაროს, თუმცა რელიგიური მსახურება არ არის მთავარი საფრთხე, რადგან ჩვენ ბოლო დღეებში ვნახეთ, რომ ბევრ ტაძარში ზედმიწევნით იცავდნენ ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებს. შესაბამისად, მე არ გამოვყოფდი განსაკუთრებულ საფრთხედ და მითუმეტეს, არ დავაკავშირებდი ამ შეზღუდვებს უშუალოდ საეკლესიო რიტუალებს. უფრო დიდი საფრთხე შესაძლოა სხვა სახის კონტაქტები იყოს, შეკრებები, სუფრები და სასაფლაოზე გასვლა, რაც ჩვენი ტრადიციის ნაწილია. სწორედ აქ არის ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ მოქალაქეები არ დაიცავენ აუცილებელ დისტანციას და სხვა შეზღუდვებს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, სწორედ ამიტომ აიკრძალა გასვლა სასაფლაოებზე და დაწესდა შეზღუდვები მსუბუქი ავტომობილების მოძრაობასა და დახურულ სივრცეში პირბადეების გარეშე გადაადგილებაზე.