ფედერერი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია

0

ფედერერმა ბოლო 12 თვეში 106,3 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

აქედან სპონსორებისგან მიღებული სარეკლამო შემოსავალი 100 მილიონია. შედარებისთვის, შარშანდელ სიაში როჯერი მხოლოდ მეხუთე ადგილზე იყო, რეიტინგს კი ფეხბურთის სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი ლიდერობდა (127 მილიონი დოლარით).შარშან მეორე და მესამე ადგილებზეც ფეხბურთელები იყვნენ: კრიშტიანო რონალდოს 109 მილიონი ჰქონდა გამომუშავებული, ნეიმარს - 105 მილიონი.
აღსანიშნავია, რომ როჯერ ფედერერმა 2018 წელს Uniqlo-სთან 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც მას ჯამში 300 მილიონ დოლარს მოუტანსსხვა ჩოგბურთელებიდან საუკეთესო ასეულში ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალიც არიან. სერბი 23-ე ადგილზეა (44, 6 მილიონი დოლარი), ხოლო ესპანელი კი - 27-ე ადგილზე (40 მილიონი) ასევე საინტერესოა, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ასეულში მხოლოდ 2 ქალი და 98 მამაკაცია. პირველი ქალი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა გახლავთ, რომელიც 29-ე ადგილზეა, 4 ადგილით ქვემოთ კი ასევე ჩოგბურთელი სერენა უილიამსი. სპორტის სახეობებს შორის ასეულში ფეხბურთი, ჩოგბურთი, კალათბურთი და ამერიკული ფეხბურთი დომინირებენ. მათ შემდეგ გამორჩეულია გოლფი, კრივი, ბეისბოლი და შერეული ორთაბრძოლები (MMA).
ყველამ იცის, რომ ლეგენდარულ შვეიცარიელ ჩოგბურთელს, დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულ (რეკორდი) როჯერ ფედერერს ძალიან დიდი შემოსავალი აქვს, მაგრამ ‘ფორბსის’ ტრადიციულ რეიტინგში პირველ ადგილზე აქამდე არასდროს ყოფილა. 38 წლის როჯერი წელს, კარიერაში პირველად, ყველაზე დიდშემოსავლიანი სპორტსმენია.
#photo
#federer
#forbes
#sport
#ახალიამბები
#სპორტი
#news
0