სასამართლო, როგორც ინსტიტუცია, ქვეყანაში აღარ იარსებებს - სამოქალაქო სექტორი
Pirveliradio Ge
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ახალ კანონპროექტში ყველაზე საგანგაშო ჩანაწერად არასამთავრობო სექტორი იმ ნაწილს მიიჩნევს, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას დროებითი მმართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის დაცდის გარეშე დანიშვნის შესაძლებლობას აძლევს. მათი თქმით, ეს ნიშნავს, რომ სასამართლო, როგორც ინსტიტუცია, ქვეყანაში აღარ არსებობს.
,,ეს მიმართულია მედია საშუალებების კონტროლისაკენ, რომ კომუნიკაციების კომისიას ჰქონდეს ძალიან ფართო უფლებამოსილება, რომ მედია საშუალებებში დანიშნოს მმართველი, რომლის უფლებამოსილებაც, პრაქტიკულად არის შეუზღუდავი, - ამბობს "სამართლიანი არჩევნების" თავმჯდომარე ელენე ნიჟარაძე.