votes
comments
7 shares
Save
როდის დასრულდება საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაცია
1997 reads
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

რატომაც და ამიტომაც ჩვენ ის ეტაპობრივად დავიწყეთ, რადგან სახელმწიფოს ამდენი რესურსი არ ჰქონდა“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი განმარტებით სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელებაში პირველი მსოფლიო ბანკი დაეხმარა სახელმწიფოს.

„ჩვენ 12 გეოგრაფიულ არეალში ჩავატარეთ სისტემური რეგისტრაციის პროექტი, რომელიც ძალიან წარმატებული გამოდგა და ის რეალურად რამდენიმე თვის წინ დასრულდა. ვთქვით, რომ ის შესაძლებელია გაკეთდეს საქართველოს მასშტაბით. ეს ვთქვით 2018 წელს, მაგრამ ვერ დავიწყეთ იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი მიწა იყო ჯერ კიდევ დასარეგისტრირებელი. ამიტომაც მიდგომა იყო ასეთი, რომ პრიორიტეტი სპორადული რეგისტრაციისთვის მიგვეცა და შემდეგ ჩავერიოთ სისტემური გზით. ივლისში უკვე დავიწყებთ პირველ სოფლებში შესვლას, ეს იქნება ამბროლაურისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე სოფელი და ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძალიან ცნობილი გომის მთა, სადაც მიწის პრობლემაა და მოქალაქეებს შორის დავები არსებობს, ეს პროცესი ივლისში დაიწყება და წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, ხოლო გაისად უკვე სამწლიანი პერიოდი დაიწყება, როდესაც სრულიად საქართველოს მოვიცავთ და 2024 წელს ჩვენი გეოგრაფიული და მიწის რუკა იქნება სრულად დაფარული კადასტრით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარებისთვის“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.


Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
Write a comment
7