როცა ბროკოლი არ გეგემრიელება

0
იხილე საოცარი რეცეპტები, რომელიც საჭირო ნივთიერებების სიამოვნებით მიღებაში დაგეხმარება —>
? ბროკოლი ის პროდუქტია, რომელიც გემოს რეცეპტორებისთვის შეიძლება დიდად საყვარელი ვერ იყოს (მიუხედავად იმისა რომ ჩემთვის არი?), თუმცა აუცილებლად უნდა მივიღოთ. ⠀ ⠀ ხოდა ბევრი რომ მეუბნებით, ვიცი ჯანსაღი როა მაგრამ უგემურიაო, გთავაზობთ 5 რეცეპტს, რომლითაც ჯანსაღი და აუცილებელი ნივთიერებების მიღებას სიამოვნებით შევძლებთ⠀ ⠀ ⠀?ბროკოლის სალათი⠀ ⠀ ბროკოლი დავანაწევროთ და მოვხარშოთ ორთქლზე 5 წუთი. სასალათეში მოვათავსოთ მდოგვი, ძმარი, ზეთი, მარილი, პილპილი, გატარებული ხახვი და კარგად ავურიოთ. დაკონსერვებული პომიდორი გავჭრათ შუაზე, ჩავაწყოთ სასალათეში, შევურიოთ ბარდა, ბროკოლი და ამოვურიოთ⠀ ⠀ ⠀?ქათმის სალათი ბროკოლით⠀ ⠀ ქათმის ხორცი დავჭრათ მომცრო ნაჭრებად, დავამატოთ დანაწევრებული ბროკოლი, დაჭრილი პომიდორი, წვრილად დაჭრილი ქინძი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და შევაზავოთ მაიონეზით⠀ ⠀ ⠀? კატლეტი ბროკოლით⠀ ⠀ ბროკოლი მოხარშეთ და დააბლენდერეთ.⠀ ბრინჯი მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე, გადავწუროთ და დავუმატოთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული სტაფილო, ბროკოლი, ხახვი, ნიახური, ბოლოს მოვაყაროთ მარილი, პილპილი და კარგად ავურიოთ. მიღებული მასისგან გავაკეთოთ პატარ-პატარა გუნდები, ამოვავლოთ საფანელში, მივცეთ კატლეტის ფორმა და შევწვათ შეთში ორივე მხრიდან⠀ ⠀ ⠀?ბროკოლი ყველით⠀ ⠀ ბროკოლი დაანაწევრეთ და მოათავსეთ მდუღარე წყალში 10 წუთით. შემდეგ გადმოიღეთ, კარგად გადაწურეთ და დაჭერით წვრილად. ცალკე ჯამში მოათავსეთ რძე, ფქვილი, კვერცხი, მარილი, პილპილი, გამდნარი კარაქი ⠀ და კარგად ათქვიფეთ.⠀ საცხობ ფორმაში მოათავსეთ ბროკოლი, ყველის ნახევარი და ბოლოს მოასხით ათქვეფილი მასა და მოაყარეთ დარჩენილი ყველი. შედეთ ღუმელში საშუალო 40-45 ტემპერატურაზე⠀ ⠀ ⠀? ბროკოლის კრემ-სუპი⠀ ⠀ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი ზეთდასხმულ გაცხელებულ ქვაბში მოვშუშოთ, ცოტა შაქარი მოვაყაროთ, რომ სწრაფად კარამელიზდეს. შემდეგ დავასხათ წყალი და როცა ადუღდება ჩავყაროთ გათლილი და კუბიკებად დაჭრილი სტაფილო და კარტოფილი.⠀ სტაფილო და კარტოფილი თითქმის რომ მოიხარშება, დავუმატოთ ბროკოლის ყვავილები. ყველაფერი რომ მოიხარშება დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მარილი და პილპილი. ერთხელაც წამოვადუღოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.⠀ ცოტა შევაგრილოთ და დავაბლენდეროთ⠀ ⠀
#broccoli
#health
#healthyfood
#healthylife
#healthylifestyle
#weight
#weightloss
#food
#recipe
#cheese
#chicken
#soup
0