ეგზისტენციალური კრიზისი

0
ეს არის ცხოვრების უმნიშვნელობისა და უაზრობის იდეა. აზრი, რომ ჩვენს ცხოვრებას მნიშვნელობა არ აქვს იმ ლიმიტებისა და შეზღუდვების გამო, რაც ბუნებრივად არსებობს. მაგალითად, სიკვდილის გარდაუვალობა.

ეგზისტენციალური შიში

ხშირად მაშინ ჩნდება, როცა ადამიანი ერთგვარ აზრობრივ ცვლილებებსა და რეფლექსიას იწყებს და ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, რაც უსაფრთოხების განცდას ამცირებს. მაგალითად, სტუდენტი რომელიც სახლიდან მიდის, ან ადამიანი რომელიც განქორწინების პროცესშია შესაძლოა ფიქრობდეს, რომ ის აზრობრივი და რაციონალური საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც აქამდე ცხოვრობდა, შეიძლება აზრს იყო მოკლებული. მსგავს სიტუაციებს ხშირად, ადამიანი არსებობის მნიშვნელობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებამდე მიყავს.
#news
#opinion
#health
#forhealth
Tbilisi
Senaki
0