მორაგბე მერაბ ხარაზიშვილს რაგბის კავშირის შენობის სადარბაზოში, ფეხში ესროლეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს რაგბის კავშირში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაჭრილი მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. „რადიო თავისუფლების“ წყაროს ცნობით, ხარაზიშვილს სავარაუდოდ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხში ესროლა. იქამდე კი მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მერაბ ხარაზიშვილი საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებისა და კლუბ „იუნკრების“ კაპიტანია. ამავდროულად, ის ახლახან შექნილი რაგბის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრიცაა. ჯგუფი დღეს „მზიურის“ ტერიტორიაზე შეიკრიბა საქართველოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დეტალებზე სასაუბროდ. ყველასთვის ცნობილია, რომ საინიციატივო ჯგუფი რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას ბოლო დროს არაერთგზის დაუპირისპირდა და მთელი რიგი პრეტენზიებიც წაუყენა. მათ შორის, კავშირში დაფიქსირებული ფინანსური დარღვევები, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა დღეს მომხდარი ინციდენტი ამ დაპირისპირების გაგრძელება. რაგბის კავშირი ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებს. კავშირის თანამშრომლების ნაწილი პოლიციაში გადაიყვანეს, დასაკითხად. https://www.radiotavisupleba.ge/a/30842160.html #ახალი_ამბები #twitter