ბულგარეთში ანტი-სამთავრობო გამოსვლების 64 დღეს დემონსტრაციები გაგრძელდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ანტი-სამთავრობო გამოსვლები გაგრძელდა ბულგარეთის დედაქალაქის, სოფიის ქუჩებში. დემონსტრანტები კვლავ მოითხოვდნენ მთავრობის და გენერალური პროკურორის გადადგომას. დემონსტრანტები, პოლიციელებით გარშემორტყმული, შეიკრიბნენ სოფიაში, ეროვნული კრების შენობის გარეთ,  გაიძახოდნენ ლოზუნგს: „მაფია წადი!“  და მოითხოვდნენ პრემირ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის და გენერალური პროკურორის ივან გეშევის გადაგომას.    ათი სექტემბრის დემონსტრაციაზე დიდი ინციდენტები არ მომხდარა. 2 და 3 სექტემბერს რამდენიმე ათასი ადმიანი შეუერთდა „დიდი ეროვნულ ამბოხებას“, როგორც მონაწილეები აცხადებდნენ, იმის წინააღმდეგ, რომ ბულგარეთის მთავრობას და სასამართლოს სიტემას ოლიგარქები აკონტროლებენ. https://www.radiotavisupleba.ge/a/30833778.html #ახალი_ამბები #twitter