სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას პროცესი გაიმართება

0
სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომაზე დაცვის მხარე პირველ ინსტანციაზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულების ხელახალ გამოკვლევას მოითხოვს. ჯერჯერობით უცნობია დაესწრება თუ არა პროცესს თავად მიხეილ კალანდია . ადვოკატი მიიჩნევს, რომ კალანდიას დისტანციური მონაწილეობით მსჯავრდებულის მიმართ უშუალობის პრინციპი ირღვევა. „სხდომას ადვოკატები დავესწრებით. უშუალოდ ჩატარდება სხდომა. დადგება ჩვენი შუამდგომლობები, რომელიც უნდა იქნას განხილული სააპელაციო ინტანციაზე. შუამდგომლობები ეხება იმ დარღვეული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის შესახებ აღდგენას, რასაც სააპელაციო ინსტანციას რამდენიმე ხანია ვთხოვთ. საქმე ეხება ყველაზე არსებითი ხასიათის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, რაც შეეხებოდა მოწმეების დაკითხვის ნაწილში, როდესაც მოსამართლე არ ასრულებდა თავის ფუნქციას ისე გამოიტანა განაჩენი“, - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას 15 წელი მიუსაჯა. მიუხედავად ამისა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, კალანდია საპატიმროში 11 წელსა და 3 თვეს გაატარებს. http://pirveliradio.ge/?newsid=144554
0