მიზანმიმართულად ხდება დეზინფორმაციის გავრცელება და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა - ცესკო
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სოციალურ ქსელში გავრცელებულ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა.
ცესკოში აცხადებენ, რომ ამ ყველაფერს კამპანიური ხასიათი აქვს და მიზანს დეზინფორმაციის გავრცელება და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა წარმოადგენს.
მათივე განმარტებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ვერ დაემთხვევა მაჟორიტარული კანდიდატისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობასა და ბათილიბიულეტენების ჯამს, ვინაიდან სპეციალურ სიაში მყოფ ყველა ამომრჩეველსკანონმდებლობით არ აქვს უფლებამოსილება აირჩიოს მაჟორიტარი, თუ ის ამ მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული ამომრჩეველი არ არის.
'ამ ყველაფერს აქვს კამპანიური ხასიათი. მათი მიზანია ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა, დეზინფორმაციის გავრცელება და საარჩევნო პროცესებისა და შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენა.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ არ აყვნენ ამ დეზინფორმაციას, ამასთან არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მივმართავთ სიახლეების გაზიარებისასმხოლოდ გადამოწმებულ და სანდო წყაროებს დაეყრდნონ.
ოქმებში არსებულ უზუსტობებთანდაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს შესწავლა და ყველა იმ შემთვევაში სადაც დადგინდება რაიმე სახის უზუსტობა, ყველა კონკრეტულ საკითხზე საფუძველის არსებობის შემთხვევაში მოხდება სამართლებრივი რეაგირება'- განაცხადეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.