ქობულეთური მაჯუნი - კვირის დავიწყებული კერძი

Batumi Daily

ძველად, ქობულეთში ქორწილის წინა დღეს ანუ "წვეული ღამეს დესერტად" მაჯუნი მზადდებოდა მოწვეული სტუმრებისთვის, რომლებსაც შორი გზა ჰქონდათ გამოსავლელი. "არჩი", რომელიც ქორწილის ორგანიზატორი იყო საქორწილო სუფრის მომზადების დარგში, გამორჩეულ მზარეულებს მაჯუნის მომზადებას დაავალებდა. მაჯუნი, როგორც ტრადიციული და რიტუალური დესერტი დიდი თუ მცირე ულუფა ყველას უნდა გაესინჯა. მაჯუნის მთავარი არსი ის არის, რომ ეს დესერტი პირველს სასიძოს უნდა გაესინჯა. მისი მომზადების რეცეპტი ასეთია: საჭიროა ბრინჯი 1 კგ, შაქარი 50გრ, თაფლი 100გრ, შავი წიწაკა გემოვნებით, წყალი 2 ლიტრი. მდუღარე წყალში ჩავყაროთ ბრინჯი და ვხარშოთ ღომისებური მასის მიღებამდე. დავუმატოთ შაქარი, თაფლი, შავი წიწაკა და თავდახურულ ჭურჭელში ნელ ცეცხლზე გავაჩეროთ 8-10 წუთი. ამოვარიგოთ თეფშებზე და ზედვე ულუფებად დავჭრათ. გავაგრილოთ და სუფრაზე გავიტანოთ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. ფოტო:გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში