პირველი კვანტური კომპიუტერი

0
2019 წლის ოქტომბერში, ტექნოლოგიური სექტორის გიგანტმა კომპანია Google-მა მსოფლიოს რევოლუციური მიღწევის შესახებ აცნობა. სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში კომპანიამ სტატია გამოაქვეყნა რომელშიც ოფიციალურად დაადასტურა, რომ უმძლავრესი პროცესორი "კვანტური უზენაესობა" შექმნა. ეს არის კომპიუტერის პროცესორი, რომელსაც 200 წამში შეუძლია შეასრულოს ის ოპერაციები, რასაც მსოფლიოს ყველაზე ძლიერი არაკვანტური კომპიუტერი 10, 000 წელს მოანდომებს. Google ტექნოლოგიურ სექტორში პირველი რევოლუციური ცვლილებების დანერგვას სწორედ 2020 წლისათვის აანონსებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რას გულისხმობს კომპანია, თუმცა, 2020 წელს კვანტური უზენაესობის შესახებ მსოფლიო უფრო მეტ დეტალს შეიტყობს.
0