0
? Huawei და Honor-ის სმარტფონები აღარ მიიღებენ Android-ის განახლებას
#TechCloud
#TechCloudNews
#Huawei
#Honor
#Android
Google-მა შეწყვიტა თანამშრომლობა კომპანია Huawei-სთან, რის შედეგადაც ამერიკული კომპანია შეუზღუდავს წვდომას ჩინურ კომპანიას საფირმო სერვისებთან და პროდუქტებთან. ეს ყოველივე გამოწვეულია ბოლოდროინდელი ამერიკული სანქციების გამო, რომლის მიხედვითაც ამერიკულ კომპანიებს აეკრძალათ რაიმეს მიყიდვა Huawei-სთვის და მისი შვილობილი კომპანიებისთვის. ამის შესახებ იტყობინება ავტორიტეტული გამოცემა Reuters, თავის წყაროებზე დაყრდნობით. "Huawei Technologies Co Ltd დაუყოვნებლივ დაკარგავს ოპერაციული სისტემა Android-ის განახლებებთან წვდომას, ხოლო მისი მომავალი სმარტფონები, რომლებიც გაიყიდება ჩინეთის ფარგლებს გარეთ აგრეთვე დაკარგავენ წვდომას ყველა პოპულარულ აპლიკაციებთან და სერვისებთან[Google-სგან], Play Store და Gmail-ის ჩათვლით" - იტყობინება Reuters. უნდა აღინიშნოს ის, რომ აკრძალვა არ ეხება Android-ის ვერსიას, რომელსაც გააჩნია თავდაპირველი ღია კოდი - მის გამოყენებას ჩინური კომპანია შეძლებს აბსოლიტურად ლეგალურად. ამ ეტაპისთვის უცნობია, თუ როგორ სტრატეგიას აირჩევს სამომავლოდ Huawei. სრულიად ნათელია, რომ თანამშორომლობის შეწყვეტა Google-თან აღმოჩნდა სერიოზული დარტყმა ჩინური კორპორაციისთვის. გაგვიზიარე შენი აზრი კომენტარებში?
0