პოლიტიკური პარტიები - მოკლე მიმოხილვა

0
2020 წლის არჩევნების შესახებ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც დიდ მოლოდინებს ამყარებს. სტატისტიკას თუ ვენდობით, საზოგადოების ნდობა პარტიების მიმართ ყოველ წლიურად მნიშვნელოვანი ნიშნულით იკლებს, რაც განპირობებულია, ცრუ დაპირებებით, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრის ნაცვლად, შიდა ბრძოლებით და მრავალი სხვა ასპექტით, თუმცა ამის შესახებ ამჯერად არ ვისაუბრებ. დღეს მინდა გაგაცნოთ საქართველოში არსებული, ცნობადი პოლიტიკური პარტიები და წარგიდგინოთ მათი მიმოხილვა. სახელისუფლებო პარტია - ქართული ოცნება. იდეოლოგიურად, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს, ანუ პოლიტიკურ სპექტრზე მემარცხენე-ცენტრისტულ პოლიტიკურ იდეოლოგიას. თანამედროვე სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა მიისწრაფვის იმისაკენ, რომ მოახდინოს კაპიტალიზმის რეფორმირება. ქართულ ოცნებაში გამოიყოფა რამოდენიმე სახე, ლიდერი, ესენი არიან გიორგი გახარია, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, საერთო ჯამში, არაფორმალურად, თუმცა მაინც, პარტიის სათავეში არის მისი დამფუძნებელი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი. პარტია საკმაოდ ხმამაღალი განცხადებებით მოვიდა ხელისუფლებაში, თუმცა ნაწილის შესრულება დღემდე ვერ ხერხდება. ისინი წინა ხელისუფლებისაგან ნაკლები სიხისტით, დემოკრატიულობითა და ლმობიერებით გამოირჩევიან. მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველაზე სასტიკი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ეს იყო გავრილოვის ღამის დარბევა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მიხეილ სააკაშვილის სამფლობელო. ერთადერთი პარტია, რომელიც ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ არ დაიშალა, ხოლო მისი ლიდერი, არაერთი საქმის გამოა გასამართლებული, თუმცა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას არ იღებს და უცხოეთს აფარებს თავს, სადაც არც თუ ისე კარგი რეპუტაციით სარგებლობს. გუნდის წევრებიდან გამოირჩევიან გიორგი ვაშაძე, ნიკანორ მელია (რომელსაც დეპუტატის მანდატი მოხსნეს) და ამჟამად არ აქვს უფლება მანფესტაციების დროს სიტყვით გამოვიდეს. პარტია მემარჯვენე ცენტრისტული ორიენტაციისაა, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიის დროს იდეოლოგიაზე ორიენტირი არ კეთდება. ყოფილი სახელისუფლებო პარტია საზოადოებას, როგორც "სისხლიანი 9 წელი" დაამახსოვრდა. ევროპული საქართველო - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის "ურჩი" შვილები. აქ საუბარია გიგა ბოკერაზე, გიგი უგულავასა და სხვა წევრებზე. ეს არის მემარჯვენე ორიენტაციის პარტია, რომელსაც პარლამენტშიც აქვს განსაზღვრული ადგილები. პატრიოტთა ალიანსი - იგივე თარხან მოურავთა შთამომავალი, მემარცხენე ორიენტაციის პარტია, რომელსაც კონსერვატიული ელემენტები წაჰკრავს. მოკლედ, ეს არის პარტია-პარადოქსი, რომელიც სავარაუდოდ კარტელური მიზნებითაა შექმნილი. ლეიბორისტული პარტია - იგივე შალვა ნათელაშვილი. ეს არის მემარცხენე ორიენტაციის პარტია, რომელსაც პარლამენტში არ აქვს განსაზღვრული ადგილები. შალვა ნათელაშვილი პოლიტიკურად "კომიკური" პერსონაჟია, რომელიც ერთიდაიგივე საკითხზე რამოდენიმეჯერ იცვლის აზრს. აი მაგალითად, გიგი უგულავას მიმართ დამოკიდებულება რომ ავიღოთ. გირჩი - ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ დაფუძნებული ლიბერტარიანული იდეოლოგიის პარტია. მათი მთავარი ორიენტირია სიცოცხლე თავისუფლებით ბარიერების გარეშე, სწორედ ამიტომ, ხშირად, მათი განცხადებები საზოგადოებისათვის მიუღებელია. აი მაგალითად ის, რომ 5 წლის ბავშვს უნდა ჰქონდეს საარჩევნო უფლება და ა.შ ამ ეტაპზე, ეს არის პარტიების ზედაპირული და გაცნობითი მიმოხილვა. ამ რუბრიკით გაგაცნობთ თითოეული პარტიის ლიდერების, მოღვაწეობებისა და რეალური ქმედებების შესახებ ყველაფერს. #პოლიტიკა #politics #პარტია #ხელისუფლება
#ოპოზიცია
0