გოგი წულაიამ პოლიციის მეორე განყოფილებას ცერცვი შეაყარა

Pirveliradio Ge

ქუთაისში, გოგი წულაიამ პოლიციის მეორე განყოფილებას ცერცვი შეაყარა. "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარის თქმით. მისი თქმით აქცია პერფომანსი, საპოლიციო სისტემა სრულად მოშლილი და უფუნქციობის დასტურად გააკეთა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ფაქტი გაიხსენა, როდესაც ქუთაისის მერის აივანზე 10-მდე პირი სოციალური დისტანციის დარღვევით იმყოფებოდნენ. წულაიამ პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავებს რეაგირება არ მოუხდენიათ.