ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულებს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას მკვლელოების მცდელობისთვის ბრალდებულებულ 2 პირს სასამართლომ 15- წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ტატო ღარიბაშვილს და გიორგი სოლოღაშვილს ბრალად ედებოდათ ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა.
დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირებს - პეტრე ყუფარაძეს და კახა ჩხეტიანს, სასამარლომ, შესაბამისად 4 და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ცოტნე გამსახურდია თბილისში, გალის ქუჩაზე, 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. რის შემდგეც ის კომაშიც იყო. ცოტნე გამსახურდიას მკურნალობდნენ ჯერ თბილისის, ჯერ თურქეთის კლინიკებში, 13 ივლისიდან ცოტნე გამსახურდია მკურნალობას გერმანიაში ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში აგრძელებს. მისი მკურნალობის ხარჯებს ფონდი "ქართუ" ანაზღაურებს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30833204.html
#ახალი_ამბები
#twitter