ხაშურში რეკრიაციულ ზონას იტაცებენ

0
? ხაშურელებო ხაშურში, ბორჯომის ქუჩისკენ არის სარეკრეაციო ზონა. მოგვივიდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა და ასევე სამთავრობო წყაროებიდან ჩართული პიროვნებები თვითნებურად და არასამართლებრივი გზით იტაცებენ და ღობავენ ამ ტერიტორიას სათავისოდ. აღნიშნული ტერიტორია ეკუთნის ქალაქს ბატონებო, არავის არ აქვს უფლება მიისაკუთროს და თავის ნებაზე განკარგოს ტერიტორია, რომელიც მოსახლეობას ეკუთნის. მიწების მიტაცების პრობლემა ჩვენს ქვეყანაში მძაფრად დგას სამწუხაროდ, გვაქვს უამრავი შემთხვევა მახინაციური სქემებით მოქმედებისა. ჩვენ არ გვესმის რატომ უნდა დარჩეს ხალხის მიწები გინდაც სამთავრობო გინდაც არასანქცირებულ კერძო პირებს. თუ ამ ტერიტორიის ათვისება გინდათ ბატონებო, გამოცხადდეს აუქციონი ან მიეცეს საშუალება ხაშურელ მოსახლეობას სურვილის შემთხვევაში შეიძინონ ეს მიწები. მიწების ასე მითვისება არის დანაშაული და რბილად რომ ვთქვათ სინდისს მოკლებული ქმედება. ვთხოვთ ხაშურელ მოსახლეობას აქტიურობას. სანამ ასე წყნარად ვიქნებით დაიტაცებენ მიწებსაც და შემდგომში მადა ჭამაში მოვა და ღმერთმა უწყის რა სურვილები გაუჩნდებათ. დარწმუნებული ვარ ადგილობრივი ხელისუფლება არის იმით დაინტერესებული რომ სამართლიანი გუნდის იმიჯი ჰქონდეს. მნიშვნელოვანია ყველა დონეზე აღიკვეთოს უსამართლობა. თუ რეალურად გსურთ დასრულდეს ქვეყანაში - ხაშურში არასამართლიანი ქმედებები ყველამ ამოიღეთ ხმა და დავუდგეთ ჩვენსავე ქალაქს გვერდში. თქვენი შვილები აქ იზრდებიან და აქ უნდა შექმნან მომავალი. კარგად დაფიქრდით და გაანალიზეთ სიტუაცია. აღინიშნულ თემასთან დაკავშირებით აუცილებლად უახლოეს მომავალში დაიწერება განცხადება და დაიწყება ხელმოწერების შეგროვება. მოსახლეობის მოთხოვნაა: მოეწყოს ტურისტული ზონები ველო ბილიკები და ბავშვებისთვის გასართობი ატრაქციონები ან შეუნარჩუნოთ ხაშურს მწვანე საფარი და განვაახლოთ ახალი ხეებით. რადგან ბორჯომის ქუჩა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის. დარჩეს რეკრიაციულ ზინად. დაუტოვოთ მომავალ თაობას და მივცეთ განვითარების საშუალება.
0