ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრი გადადგა ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქების ფონზე
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ადამ ვოიტეხმა, რომელიც ოპოზიციის კრიტიკის ქვეშ აღმოჩნდა ქვეყანაში კორონავირუსის სწრაფი ზრდის გამო, 21 სექტემბერს განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას.
გასულ პარასკევს ჩეხეთში COVID-19-ის ეპიდემიის განმავლობაში პირველად, საშიში ვირუსით ერთ დღეში დაინფიცირებული აღმოჩნდა 3130 ადამიანი, ათჯერ მეტი ვიდრე იყო წინა თვის შუა რიცხვებში.
ადამ ვოიტეხის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარს უჭერდა ჩეხეთის კოალიციური მთავრობის შემავალი შინაგან საქმეთა მინისტრი, ჩეხეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (ČSSD) ლიდერი, იან ჰამაჩეკი.
„ცხადი გახდა, რომ სამინისტროს სჭირდებოდა ახალი იმპულსი. ასეთია პოლიტიკური ცხოვრება. მჯერა, რომ პრემიერ-მინისტრი დაასახელებს ახალ კანდიდატს, რომელიც უწყებას წინ წაიყვანს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტია „ანოს“ ლიდერი, ანდრეი ბაბიში ტვიტერით გამოეხმაურა მისი თანაგუნდელის, ჯანდაცვის მინისტრის მიერ გადადგომის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
„სამინისტროში მან უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე მისმა წინამორბედებმა. მან არაჩვეულებრივად გაართვა თავი ვირუსის პირველ ტალღას. იგი იმედგაცრუებული იყო პოლიტიკოსებითა და მედიით და გადაწყვიტა, რომ წასულიყო“, - ანდრეი ბაბიშმა.
წუხელ ჩეხეთში კორონავირუსით დაინფიცირების 985 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის განმავლობაში ჩეხეთში 503 პაციენტი გარდაიცვალა.
10 სექტემბრიდან ჩეხეთში სავალდებულოა პირბადეების ტარება ყველა შენობა-ნაგებობის შიგნით და ასევე ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
საგანმანათლებლო დაწესებულებების გადავიდა დისტანციური სწავლების ფორმაზე.
აიკრძალა ღია სივრცეში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30849773.html
#ახალი_ამბები
#twitter