გორში სილამაზის კონკურსი ერთი თვით გადაიდო

Gori Daily

გორში სილამაზის კონკურსი "მის გორი" და "მის შიდა ქართლი გოლდი 2020" ერთი თვით გადაიდო. ერთ - ერთი ორგანიზატორის, გიორგი მასხულიას თქმით, კონკურსის გადადება ქვეყანაში შექმნილი რეგულაციების გამო მოუწიათ. “სავარაუდოდ 25-26 დეკემბერს ჩავატარებთ კონკურსს. რეგულაციებიდან გამომდინარე მხოლოდ ჟიური და კონკურსანტები იქნებიან. მაყურებელი ამჯერად არ გვეყოლება“, - ამბობს გიორგი მასხულია მისივე თქმით, კონკურსისთვის ყველაფერი მზადაა და ახლა მხოლოდ შეზღუდვების მოხსნას ელოდებიან. ინფორმაციისთვის, სილამაზის კონკურსი რომლის ორგანიზატორი სააგენტო „გოლდენ ბრენდია“ - ნოემბრში უნდა ჩატარებულიყო. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #მოდა #გორი #goridaily წყარო: რადიო მოზაიკა