ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას პირველივე წრიდან გამოეთიშა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლა საწყის ეტაპზევე დაასრულა. მსოფლიოს რეიტინგში მეორმოცე ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში ამერიკელ ტომი პოლს დაუპირისპირდა და სამ სეტში დამარცხდა - 4:6 6:7 4:6. ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე წყვილთა შორისაც უნდა ითამაშოს. 10 თებერვალს, გერმანელ ანდრე ბეგემანთან ერთად, ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ კოლუმბიელთა დუეტს - ხუან-სებასტიან კაბალსა და რობერტ ფარას დაუპირისპირდება. https://www.radiotavisupleba.ge/a/31093407.html #ახალი_ამბები #twitter #სპორტის_ახალი_ამბები