მოწამვლის შემთხვევები კარანტინში

Batumi Daily

ბათუმის ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში მოწამვლის შემთხვევები დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. თავდაპირველად ნიჟარაძემ განაცხადა, რომ 45 პირი ჰყავდათ აღრიცული, თუმცა დღეს ჯგუფური ინტოქსიკაციის შემთხვევა გამორიცხა. დღეს ნიჟარაძემ თქვა, რომ ინდოქციკაცია მხოლოდ 2 პირს აღენიშნება. ""კვებისმიერი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა მხოლოდ 2 პირს, დანარჩენების დიაგნოსტიკა ჩატარდა, რადგან ისინი ტოვებდნენ საკარანტინო სივრცეს. დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ ყველა იყო ჯანმრთელი და ყველამ დატოვა სივრცე. არ ვადასტურებ ორზე მეტი ადამიანის მოწამვლას, გუშინ მე განვაცხადე, რომ გამოიყო დარჩენილი პირები, ვისაც ერთჯერადად რაიმე ნიშანი მაინც ჰქონდათ და მათ ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევა, ვინაიდან ესეთი კლინიკური ნიშნები დამახასიათებელი იყო ამ დაავადებისთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს იმის მყარი საფუძველი, რომ ვთქვათ, რომ იქ არის ძალიან მშვიდი სიტუაცია, ყველა ჯანმრთელია და მათ უტარდებათ ლაბორატორიული კვლევები, რადგან ისინი ტოვებენ საკარანტინო სივრცეს". მინისტრმა ასევე თქვა, რომ ყველა საკარანტინო სივრცეს სურსათის უვნებლობა აკონტროლებს. #coronavirus #ინტოქსიკაცია #ჯანდაცვა #batumidaily