ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარება უფრო და უფრო იძაბება. აქციები არაერთ შტატში მიმდინარეობს. სოციალურ ქსელში ელვისებური სისწრაფით ვრცელდება კადრები სადაც ჩანს თუ როგორ არბევენ მოსახლეობას.
აქცია გაიმართა ვაშინგტონში თეთრი სახლის წინაც. ამ პერიოდის განმავლობაში საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაცულ ადგილას გადაიყვანეს. თეთრი სახლის ბუნკერში დონალდ ტრამპმა საათზე ცოტა ხანი გაატარა.
აქციები ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობას მოჰყვა. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული თეთრკანიანი პოლიციელია, რომელიც ფლოიდს 8 წუთის განვალობაში ედგა კუსერზე, რის შედეგადაც ის გაიგუდა.
სტატია მოამზადა ხატია ბიბილურიძემ
ამერიკა რასიზმი ჰედლაინი ჯორჯფლოიდი