საბერძნეთი ტურისტულ მიმოსვლას 29 ქვეყანასთან გახსნის

0
15 ივნისიდან, საბერძნეთი 29 ქვეყანასთან განაახლებს ტურისტულ მიმოსვლას. ამ ქვეყნებს შორის არიან: გერმანია, ავსტრია, დანია, ნორვეგია, კვიპროსი, ისრაელი, შვეიცარია, იაპონია, მალტა, ბულგარეთი, ჩინეთი, ხორვატია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიბანი, ლიტვა, უნგრეთი, სამხრეთ კორეა, სერბეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ჩეხეთი და ფინეთი. დამატებით, სხვა ქვეყნების სია 1 ივლისს განახლდება. საბერძნეთის ტურიზმის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვიზიტორების შერჩევითი შემოწმებები განხორციელდება, ხოლო მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ვირუსის შესაძლო გავრცელება/განვითარებას. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
Greece
tourism
opening
29
countries
headline
0