ინგრედიენტები
ცომი
70გ ფქვილი
25გ შაქარი
2 კვერცხი
50მლ მარსალა (ან თეთრი ღვინო)
250გ ფქვილი
მწიკვი დარიჩინი
მწიკვი მარილი
1, 5 ლ მცენარეული ზეთი
კრემი
500გ რიკოტა
200გ მარციპანის ცივი მასა
250გ მარწყვი
1 ლიმონის კანი
150გ ნაღები (უმჯობესია ხელით ამოვიყვანოთ)
2 ს.კ. შაქრის პუდრა
1 ცალი ვანილი
მოსართავად 150 გ ფისტაშკები.
მომზადების წესი
ცომი
შაქარს, 1 კვერცხს, მარსალას, ფქვილს, მარილს და დარიჩინს დავუმატოთ გამდნარი კარაქი და მოვზილოთ ცომი. გავახვიოთ ცელოფანში და მაცივარში 2 სთ გავაჩეროთ. მაგიდაზე მოვაყაროთ ცოტა ფქვილი და ცომი გავაბრტყელოთ 3 მმ სისქეზე, ან უფრო თხლად. დარჩენილი 1 კვერცხი ჭიქაში ავთქვიფოთ. ცომისგან მრგვალი ფორმები ამოვჭრათ და შემოვახვიოთ კანოლის ფორმებს (დაგუგლეთ, საქარველოში არ ვიცი სად იყიდება). შემოხვევამდე ფუნჯით ოდნავ კვერცხი გადავუსვათ შიგნიდან კიდეზე, რომ მიეწებოს. ამასობაში ზეთი გავახუროთ ქვაბში და ცომშემოხვეული ფორმები 3-4 წუთით ჩავდოთ, სანამ ოქროსფერი არ გახდება. ამოვიღოთ და დავაწყოთ ქაღალდის ხელსახოცებზე, რომ ზეთი შეიწოვოს. სანამ გაგრილდება ფორმები გამოვაძროთ და ვაცალოთ საბოლოოდ გაციება.
კრემი
რიკოტა თუ ძალიან წვნიანია, გავწუროთ რომ სითხე გაუვიდეს. მარციპანი წვრილად გავხეხოთ სახეხზე და ავურიოთ რიკოტას. ვამატებთ ლიმონის კანს, 1 ცალი ვანილის პასტას, 1 ს.კ. შაქრის პუდრას, წვრილად დაჭრილ მარწყვს და ნაღებსკრემი ჩავდოთ სპეციალურ მოსართავ ცელოფანში და შევავსოთ ცომი ორივე მხრიდან. ორივე კრემიანი ბოლოები ჩავყოთ წვრილად დაჭრილ ფისტაშკებში
ბოლოს მოვაყაროთ შაქრის პუდრა #food #culinary #news