ისრაელი "ფაიზერის" ვაქცინის მაღალ ეფექტურობაზე საუბრობს 

ამერიკის ხმა

კოვიდ19-ის პანდემიის პარალელურად, მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. მეცნიერები ვაქცინის ეფექტიანობის დამატებით კვლევას აგრძელებენ. ისრაელმა კვლევაზე დაფუძნებით ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ "ფაიზერის" ვაქცინის გამოყენების შედეგად, ძლიერ შემცირდა კოვიდ19-ის სიმპტომებიანი პაციენტების რაოდენობა.  კვლევაში 600 000 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს. ნაშრომის მიხედვით, ვაქცინირებულ ადამიანებში კოვიდ19-ის სიმპტომები 94%-ით შემცირდა. ამავე კვლევის მიხედვით 92 პროცენტით მცირდება რისკი, რომ აცრილ ადამიანში ვირუსმა მძიმე დაავადება გამოიწვიოს.  მკვლევრებმა შედარება გააკეთეს იმავე რაოდენობის ადამიანებთან, რომლებსაც კოვიდ19-ის ვაქცინა მიღებული არ ჰქონდათ.  "ცალსახაა, რომ "ფაიზერის" ვაქცინა რეალურ ცხოვრებაში ძალიან ეფექტურია და ამას კლინიკური კვლევები ადასტურებს,"- ამბობს რენ ბალიცერი რომელიც ორგანიზაცია "კლალიტში" მთავარი აღმასრულებელი ოფიცერია ინოვაციების მიმართულებით.  ვეისმანის სამეციერო ინსტიტუტის მკვლევრების ინფორმაციით,  ვაქცინაციის პროცესმა მკვეთრად შეამცირა 55 წლის ზევით ასაკის პაციენტებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც.  https://www.amerikiskhma.com/a/israeli-study-finds-94-drop-in-symphtomatic-covid19-cases-with-pfizer-vaccine/5779221.html #ახალი_ამბები #მეცნიერება_და_ტექნოლოგიები #ყველაფერი_კორონავირუსზე